მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია საახალწლო ნაძვის ხის გადაკეთებასა და განათებებზე 195 800 ათას ლარს დახარჯავს

5fae63b0bfc7b
ელენე გოგბერაშვილი
13.11.20 14:24
2855

თბილისის მერია საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების და აქსესუარების, ასევე საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმების თანმდევ მომსახურებაში წელს 195 800 ათას ლარს დახარჯავს. გამარტივებული შესყიდვის გზით მერიას შესაბამის მომსახურებას შპს ღამის შოუ სტუდია გაუწევს.

გამარტივებული შესყიდვის პირობების მიხედვით, გამრჯვებული კომპანია ვალდებულია საქონლის მიწოდება და თანმდევი მომსახურების გაწევა არაუგვიანეს 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს.

შესყიდვის ტექნიკური აღწერილობის შესაბამისად, მხოლოდ საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმებაზე 103 850 ათასი ლარია გათვალისიწინებული. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც არსებული ნაძვის ხის ტოტების გადაკეთება, ასევე ახალი ტოტებისა და ღერძის დამზადება.

საახალწლო ღონისძიების ხარჯები ასე ნაწილდება:

საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმება - 103 850.00 ლარი
215 ცალი 70 ნათურიანი, 21 მეტრი სიგრძის გირლიანდა - 70 950.00  ლარი
300 ცალი სტრინგი კაბელით - 21 000.00 ლარი

გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ თანხმობა გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით აქვს გაცემული.

 

 

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხე კომპანია Idolight-გან შეიძინა. იტალიური ნაძვის ხე ქალაქს 1 მლნ ლარი დაუჯდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები