თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დედაქალაქში 54 სასაფლაოა, რომელთაგან სამი, კერძოდ, ახალი და ძველი კუკია, ვერა და წმინდა ბარბარეს სასაფლაოები უკვე დახურულია და მხოლოდ მეორადი დასაფლავება მიმდინარეობს. თბილისში დასაფალავების რესურსი კი 50 წელია. როგორც თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია ამბობს, ამ დროისთვის არსებული საფლავების 40% მიტოვებულია, შესაბამისად, თბილისის მერიას დაწყებული აქვს ამ საფლავების ჯიპიესებით მოკვლევის პროცესი. ხუნწარია სასაფლაოების სივრცითი მოწყობის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს, რომელიც ქალაქში ქაოტურია და კიდევ უფრო ზრდის სასაფლაოების მასშტაბებს.
"რესურსი დაკრძალვის დაახლოებით 50 წელიწადი გვაქვს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით ჩვენ რასაც ვუყურებთ დაახლოებით 40%–ი არის მიტოვებული. ამისათვის ჩვენ თითოეული საფლავის აღრიცხვიანობას ჯიპიესებით ვაკეთებთ და ელექტრონულ ბაზაში გადაგვაქვს, რითაც შედარებას ვახდენთ ძველ ბაზებთან. ჩვენ სავარაუდოდ იმაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ საფლავების სივრცითი მოწყობა გადაიგეგმოს და სხვა ვიზუალით გაკეთდეს ეს ყველაფერი.”–ამბობს თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია.

























