დედაქალაქში 36 ლოკაციაზე არსებული დაზიანებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დემონტაჟი მოხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, აღნიშნული რეტერატები ვანდალიზმის შედეგადაა დაზიანებული.
“რამდენიმე წლის წინ, თბილისის მერიამ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა, ასევე, დედაქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილის საჭიროება და ქალაქში შერჩეულ 36 ლოკაციაზე, აუქციონის საფუძველზე შერჩეული კომპანიის, „სითი ბოქსის“ მიერ დამონტაჟდა საზოგადოებრივი საპირფარეშოები. როგორც კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადებებით და ჩვენ მიერ განხორციელებული მონიტორინგით ირკვევა, აღნიშნული რეტერატები დაზიანებულია ვანდალიზმის შედეგად. ამ ფაქტების გამო, „სითი ბოქსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაახლოებით, 150 განაცხადი აქვს წარდგენილი”- ამბობს კახა კალაძე
თბილისის მერის თქმით, რეტერატების დემონტაჟისა და აღნიშნული ლოკაციებიდან გატანის საკითხზე „სითი ბოქსთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.რა მასშტაბის სამუშაოების შესრულება უწევს კომპანიას და როგორია ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა თბილისის მერის მიერ აღწერილ რეალობაში, ამაზე სტუმართან ერთად უნდა ვისაუბროთ.
კომპანია ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა. პირველადი მონაცემებით საზოგადოებრივი საპირფარეშოები თბილისში 30 ლოკაციაზე უნდა ამოქმედებულიყო, რისთვისაც კომპანიამ ჯამურად 2.5 მლნ დოლარის ინვესტირების გეგმა წარმოადგინა. რა მასშტაბზეა დღეს კომპანია და როგორია ვითარება ამ მონაცემებით?
სტუმარი: ეთი ბეკურაშვილი - "სითი ბოქსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;