მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია სპორტის სასახლის უკან 50-სართულიანი კოშკის მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევს

5c6691e4bc349
სალომე მეცხვარიშვილი
15.02.19 14:45
1179

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, სპორტის სასახლის უკან 50-სართულიანი კოშკის მშენებლობა დაუშვებელია და ამ საკითხზე თბილისის მერიამ უარყოფითი დასკვნა გასცა.

საუბარია შპს "ბასილონ გლობალ სერვისზე", რომელსაც სპორტის სასახლის უკან 50-სართულიანი მრავალფუნქციური კოშკის აშენება სურს. კომპანიამ უკვე მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განცხადება შეიტანა. რადგან მშენებლობა მე-5 კლასისაა, კომპანიამ ეკონომიკის სამინიტროს ნებართვისთვის მიმართა, თუმცა უწყებამ დოკუმენტაცია მერიაშიც გადააგზავნა.

"მეხუთე კლასის ობიექტის მშენებლობის ნებართვაზე მიმართული იყო ეკონომიკის სამინისტროსთვის, თუმცა ბუნებრივია, კითხვა გამოიგზავნა თბილისის მერიაში, რაზეც უარყოფითი პასუხია გაგზავნილი, რადგან ამ მასშტაბის და მოცულობის შენობის იმ ტერიტორიაზე განთავსება არის დაუშვებელი",-აცხადებს ბითაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები