მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას იწყებს

5f328ccf9cf52
სალომე მეცხვარიშვილი
11.08.20 19:37
6112
მერია თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული პარკის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად სახელმწიფო შესყიდვაა გამოცხადებული, რომლის ღირებულება 830 ათას ლარს შეადგენს.

სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება ხვალ, 12 აგვისტოს სრულდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, თბილისის დენდროლოგიური პარკი მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. პარკის საერთო ფართობი შეადგენს 163 ჰა-ს, აქედან ტყით დაფარულია 93,3 ჰა.

“პროექტის განხორციელების შედეგად უნდა გაიზარდოს დენდროლოგიური პარკის მიმზიდველობა თბილისის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის, თუმცა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს და განვითარდეს არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი.

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 10 ინფრასტრუქტურული ობიექტის პროექტირება, რომელთან შესაბამისობაშიც უნდა იყოს ამ ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავებული პარკის დიზაინი”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები