თბილისი მერია თბილისის რამდენიმე უბნისთვის ჩარგო-გეგმების მოსამზადებლად გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს. საუბარია 3,1 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოზე, რომლის ფარგლებში დედაქალაქის 11 პრობლემური არეალისთვის განვითარების ჩარჩო-დოკუმენტები უნდა მომზადდეს. ესენია; ელიავას ბაზრობა, ვარკეთილის მე-3 მასივი, ,,აკადემ ქალაქი”, ორთაჭალის ბაღები, დოლიძე-ხლიანის ქუჩები, ლისის ტბა, თბილისის ზღვა, კოჯორი-შინდისის ტერიტორია, დიღმის ჭალები, დიდი დიღომი და გლდანის ტბების მიმტებარე ტერიტორიები.
მუნიციპალიტეტმა აღნიშნული სამუშაოებისთვის 2 ტენდერი გამოაცხადა, რომელში მონაწილეობაც, მხოლოდ ,,Colliers International Georgia”-მ მიიღო, თუმცა შერჩავა/შეფასების ეტაპზე, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო, შესაბამისად ტენდერიც უარყოფითი შედეგით დასრულდა.
მერიაში ირწმუნებიან, რომ ტენდერის ხელმეორედ გამოცხადების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა ისევ არ არის გარანტირებული, რადგან ,, ქალაქთმშენებლობით დარგში საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების რიცხვი შეზღუდულია, ბაზრის კვლევაში მხოლოდ ოთხმა, ხოლო ტენდერში ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.” მუნიციპალიტეტში მოთხოვნას გადაუდებელი აუცილებლობით ასაბუთებენ. ,, ჩარჩო გეგმების არეალები სამშენებლოდ აქტიურ ტერიტორიებს მოიცავს, სადაც 33000-ზე მეტი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და რამდენიმე ათეული მსხვილმასშტაბიანი ქალაქთმშენებლობითი პროექტი ფიქსირდება. ტერიტორიებზე დაწესებული შეზღუდვა აუცილებელია, რათა არ მოხდეს ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი პირობების კიდევ უფრო გაუარესება. ამასთანავე, გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს აღნიშნული პროექტის შეზღუდულ ვადებში, განხორციელება, რათა დაცული იქნეს მესაკუთრეთა ინტერესები უძრავი ქონების სამშენებლოდ განვითარების კუთხით და არ მოხდეს სამშენებლო სექტორის ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კლება.”-ნათქვამია მერიის განაცხადში.