მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია თბილისის საზღვრებში მოქმედი ეკონომიკური სუბიექტების მონაცემთა ბაზას ქმნის

5bbdc951e342c
თამუნა დემეტრაშვილი
10.10.18 13:39
1319
თბილისი მერია, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი ეკონომიკური სუბიექტების მონაცემთა ბაზას ქმნის. სამუშაოები კომპანია ,,ი-კორპმა“ უნდა შეასრულოს, რაზეც 165 ათასი ლარი დაიხარჯება. მერიაში ამბობენ, რომ ბიზნეს რეგისტრი მუნიციპალიტეტის, ბიზნესის ხელშეწყობის, საქმიანობის უკეთ დაგეგმვის მიზნით და ეკონომიკის ეფექტურად განსავითარებლად ესაჭიროება. საბაზისო მონაცემთა ბაზად შემსრულებელმა კომპანიამ, შპს „თბილსერვის ჯგუფის" დაახლოებით 25 029 აბონენტიანი სამუშაო მონაცემთა ბაზა უნდა გამოიყენოს, რომლის საფუძველზეც ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით უნდა მოხდეს ინფორმაციის შევსება. ,,ი-კორპმა“ ეკონომიკური სუბიექტები საქმიანობის მიხედვით უნდა დაახარისხოს, ასევე მოიძიოს მათი საიდენტიფიკაციო ყველა მონაცემი, მათ შორის, მდებარეობა, საკონტაქტო ტელეფონი და ა.შ. მონაცემთა ბაზა ნოემბრის ბოლოს მზად უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები