მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია ვაკანსიების გამოცხადებას გეგმავს, სადაც ხელფასი ₾1862-დან ₾3 325-მდეა

პარკირება

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში დასაქმების მსურველ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებზე, რომელშიც ასევე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე, კერძოდ მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიების სპეციალისტების უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

ოფიციალური ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახურის მესამე, მეორე და პირველი კატეგორიების
სპეციალისტების პოზიციებზე დასაქმების სურვილი 400-მდე მოქალაქემ გამოხატა. დასაქმების მსურველებს, შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ ამ ეტაპზე 65 ვაკანსიაზე დასაქმდნენ, მათი ანაზღაურება კი კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.

რაც შეეხება ანაზღაურებას, რომელიც მონიტორინგის სამსახურის 3 კატეგორიაზე გამოცხადდა, ხელფასი კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირია:

  • I კატეგორიაზე - 3 325 ლარი;
  • II კატეგორიაზე -2 660 ლარი;
  • III კატეგორიაზე -1 862 ლარი.

უწყების ცნობით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტებზე დამატებითი ვაკანსიები გამოაცხადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები