მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია: "ვარკეთილი 3"–ის განაშენიანების გეგმაზე ტენდერი ერთი თვეში გამოცხადდება

5c7bf14619305
BM.GE
03.03.19 19:20
2441
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, "ვარკეთილი–3"–ის დასახლების განაშენიანების რეგულირების გეგმაზე ტენდერი მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე გამოცხადდება.

"ეს არის 70 ჰექტარი. სახელმწიფოს ექნება მიწოდებული, როგორ უნდა განვითარდეს ეს ტერიტორია და შემდეგ კერძო სექტორს შეეძლება, დაიწყოს მუშაობა. ანუ მათთვისაც წინ წაგდებული საქმე იქნება გამზადებული განაშენიანების რეგულირების გეგმა", – განუცხადა მაია ბითაძემ BM.GE–ს.

მისივე ინფორმაციით, ეს პროცესი თბილისის გენგეგმის ავტორი კომპანიის "სითი ინსტიტუტი–საქართველოს" ჩართულობით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მერიამ ინვესტორებს ვარკეთილში, "ხრუშჩოვკების" აღება შესთავაზა, რისთვისაც ინტერესთა გამოხატვაც გამოაცხადა, თუმცა არავინ დაინტერესდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები