მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებელი კომპანიის გამოვლენას კიდევ ერთხელ შეეცდება

5aa25f934c8c0
თამუნა დემეტრაშვილი
09.03.18 14:17
867
ვაშლჯვარში, მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩის კვეთაზე ესტაკადის მშენებელი კომპანიის გამოვლენას ქალაქის მერია კიდევ ერთხელ შეეცდება. ტენდერი მუნიციპალიტეტმა ხელახლა გამოაცხადა. 4,3 მილიონიანი სახელმწიფო შეკვეთის მიღების მსურველებმა განაცხადების წარდგენა 16 მარტიდან უნდა დაიწყონ.

შეგახსენებთ, რომ სატენდერო კომისიამ პირველ ტენდერში მონაწილე ორივე კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა. ვერც შპს "ენსისიმ" და და ვერც რუსულმა კომპანია "ნიკარემსტროიმ" კომისიას სრულყოფილი ტექნიკური დოკუმენტაცია ვერ წარუდგინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები