მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია ვერეს ხეობაში გაცემულ სამშენებლო ნებართვებს გადახედავს

5abb3902335f6
მეგი კავთუაშვილი
28.03.18 10:38
564
დიღმის ჭალებში განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებაზე მერიამ უარი თქვა. მტკვრის კალაპოტსა და ვერეს ხეობაში გაცემული ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიებში გაცემულ დოკუმენტებში ხარვეზები გამოვლინდა.

"ამ კონკრეტულ ადგილებში მშენებლობა ჩვენ არამიზანშეწონილად მიგვაჩნია. ბოლო 4 თვის განმავლობაში 600-მდე განაცხადს არ მივეცით თანხმობა, რადგან წარმოდგენილი მოთხოვნები ზონის ცვლილების ან კოეფიციენტის მატების თაობაზე არღვევდა ქალაქის განვითრების პარამეტრებს. ჩვენ მშენებლობის განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით. მშენებლობა ქალაქის მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტია, მაგრამ ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს სწორად" - განაცხადა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები