მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია vs ინვესტორი - რა ბედი ელის გლდანის ტბის ტერიტორიას?

როგორ განვითარდა მოვლენები გლდანის ტბასთან დაკავშირებით თბილისის მერის საკმაოდ ხმაურიანი განცხადების მერე და რას ედავება მუნიციპალიტეტი ტერიტორიის მესაკუთრეს?

კახა კალაძის 3 კვირის წინ გაკეთებულ განცხადებას თუ გავიხსენებთ, მან არ გამორიცხა ტერიტორია მესაკუთრეს ჩამოერთვას, რადგან მერიისთვის იქ არსებული მდგომარეობა კატეგორიულად მიუღებელია.

„ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია, შეინიშნება წყლის დონის კლება და წყალმცენარეების ზრდა, ეს ტბა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო გაყიდული, დღეს ეს სივრცე კერძო საკუთრებაა, იქ არაფერი გაკეთებულა და მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებია. ჩვენ ვერ დაველოდებით, რას იზამს ინვესტორი და ამ საკითხის მოკვლევას აუცილებლად დავიწყებთ ეკონომიკურ სამინისტროსთან ერთად“-თქვა კახა კალაძემ 1 ნოემბერს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მესაკუთრე კი ნატალია კვანტალიანია, რომელმაც 2008 წელს შეისყიდა მიწა 17 მესაკუთრისგან, როგორც ამბობს, საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, თუმცა ტერიტორიის განვითარებაში სოლიდური ინვესტიცია ჩადო. აქვს თუ არა მერიას საფუძველი ტერიტორიის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყოს, რა პასუხისმგებლობა მოდის ტერიტორიის მესაკუთრეზე და რა გზით უნდა მოხდეს ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება?

სტუმრები: ირინა შარაშენიძე - არქიტექტორი;

დავით მეზვრიშვილი - ნატალია კვანტალიანის იურისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები