ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა იწყება. თბილისის მერის განცხადებით, გამკაცრდება ზედამხედველობა გარევაჭრობის, სამშენებლო უსაფრთხოებისა და მშენებლობის ნორმების დაცვის მიმართულებით.
„ვგეგმავთ სამსახურის ავტოპარკის და მატერიალური ბაზის განახლებას. ეს სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური, უნდა შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები და უნდა დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

























