მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ 220 ახალი ავტობუსის შესყიდვის პროცესი დაიწყო

5b7d0080713c7
BM.GE
22.08.18 10:19
779
მერიამ 220 ახალი ავტობუსის შესყიდვის პროცესი დაიწყო. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს 550 ახალი ავტობუსი ექნება.

„წლის ბოლოს 90 ახალი ავტობუსი შემოვა ქალაქში და ასევე მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეული ავტობუსების შესყიდვის პროცესი. 2019 წლის ბოლოსთვის 550 ავტობუსი იქნება შემოყვანილი და ყვითელი ავტობუსების პარკი იქნება სრულად ჩანაცვლებული.

რამოდენიმე თვეში გვეცოდინება თუ არის საჭირო რომ კიდევ დავამატოთ ავტობუსები დედაქალაქს. ამას კვლევა გვაჩვენებს და თუ იქნება საჭიროება 2020-2021 წლებში დამატებით კიდევ შემოვიყვანთ ავტობუსებს“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები