მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიამ ბამბის, რკინის რიგსა და შარდენის ქუჩაზე მდებარე 19 ბიზნეს სუბიექტზე საქმის მოკვლევა დაიწყო

585bda6b2a34b
ელენე გოგბერაშვილი
22.12.16 17:06
2795
თბილისის მერიამ რკინის, ბამნის რიგსა და შარდენის ქუჩაზე განთავსებულ სარესტორნო ბიზნესს გარე მაგიდების ასაღებად და დახურული კონსტრუქციების დემონტაჟისთვის დრო 15 იანვრამდე მისცა. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადეს, თუ ამ ვადაში არ მოხდა დემონტაჟი, ახალი წლის მერე გამოტანილი იქნება დაგენილება თვითმმართველის ტერიტორიაზე განთავსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟის შესახებ. როგორც ხედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, მამუკა ჯაყელი აცხადებს, სარესტორნო ბიზნესი მერიამ სიტყვიერად რამდენიმე თვის უკან გააფრთხილა.

"არ მოხდა ჩვენი მითითებების გათავლისწინება და ჩვენს მიერ დაიწყო საქმის წარმოება. გაცემულია მითითებები მეწარმეებზე. დავალებული აქვთ მოახდინონ უსახური კონსტრუქციების დემონტაჟი და თბილისის იერსახის მოწესრიგება", - განმარტავს ჯაყელი.

მისი თქმით, ბიზნესმა შესაბამისი ნებართვა უნდა მიიღოს გარე პერიმეტრზე ღია კაფეების მოწყობისთვის და მიმართონ არქიტექტურის სამსახურს.

"სისტემატიურად ხდებოდა გაფრთხილება. ეხლა დაიწყო იმიტომ, რომ აციების პერიოდში მოაწყვეს შეფუთვები კონსტრუქციების ცელოფნებით, რაც ზღუდავს ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილებას", - ამბობს ჯაყელი.

მისი ინფორმაციით, 30 კვადრატული მეტრის ფართის საიჯარო ქირა წლიურად დაახლოებით 7500 ლარია. ამ შემთხვევაში ნებართვა მხოლოდ ღია კაფეების მოწყობაზე გაიცემა და მერია ბიზნესს გარე პერიმეტრზე დახურული კონსტრუქციების განთავსების ნებართვას არ გასცემს.

როგორც შარდენის ქუჩაზე განთავსებული სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებენ, მათ შესაძლოა ზამთრის პერიოდში მუშაობა შეაჩერონ, რადგან მომხმარებელთა მოზიდვას ზამთრის პერიოდში ძირითადად გარე დახურული სივრცეებით ახერხებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები