მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიამ დიდი დიღმის სკვერში მშენებარე ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო

5b4f0c67daaa7
მეგი კავთუაშვილი
18.07.18 13:45
1429
თბილისის მერმა დიდ დიღომში ანბანის ბაღში მდებარე სამშენებლო ობიექტის დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნულ ობიექტზე ყველანაირი ნორმა დარღვეულია, მათ შორის ნებართვის გაცემის დროსაც. მერის განცხადებით, საკითხის განხილვა მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე მოხდა. კალაძემ თანამშრომლებს დაავალა, შეხვდნენ ობიექტის მეპატრონეს და შესთავაზონ ადგილმონაცვლეობა, იმისთვის რომ მან არაფერი დაკარგოს.

„ამ წუთში მშენებლობა შეჩერებულია და მე მგონია რომ ეს არის ის ობიექტი, რომლის დემონტაჟიც უნდა განხორციელდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სკვერებში, პარკებსა და სპორტულ მოედნებზე ამგვარი სიმახინჯეების მშენებლობა. ჩვენ ბიზნესს არ ვებრძვით, უნდა გავმიჯნოთ ქალაქის სწორი განვითარება. პირიქით ხელს შევუწყობთ, რომ მოხდეს სწორი და ხარისხნიანი პროექტების განხორციელაბ. მესაკუთრის უფლებები იქნება დაცული. “ - განაცხადა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები