მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მერიამ ძველი შეცდომები არ უნდა გაიმეოროს"

5b2a457455864
სალომე მეცხვარიშვილი
20.06.18 16:16
991
"მენაშენეთა ასოციაცია" თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივაში, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებას გულისხმობს, პრობლემურ საკითხებს ხედავს.

ირაკლი როსტომაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ მისთვის შეღავათის სახით მშენებლობებისთვის კოეფიციენტების გაზრდა მიუღებელია. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ მერიამ არათანაბარ პირობეში არ უნდა ჩააყენოს კომპანიები.

„საავადმყოფოში რამდენი ავადმყოფიც არის, იმდენი ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო და არ შეიძლება ყველას ერთნაირად უმკურნალო. ასევე არის თბილისში 100-ზე მეტი დაუსრულებელი მშენებლობა და ყველას სხვადასხვა პრობლემა აქვს. ეს მშენებლობები შეიძლება 5-10 ჯგუფად დავყოთ.

მე ვიცი მშენებლობები, რომლებიც პრაქტიკულად დასრულებადია, თუ მყიდველები ფულს შეიტანენ ძალიან მალე დასრულებალია. მაგალითად რომ მოხდეს 20-25 ათასი ლარის ინვესტირება და გაკეთდეს ლიფტი, მყიდველები თანხას იხდიან და მშენებლბა დასრულდება. არის მშენებლობები, რომლებიც ფუნდამენტის დონეზეა და იმის გადაწყვეტა ძალიან რთულად მიმაჩნია.

აქედან გამომდინარე, მარტივი მიდგომა, რომ კოეფიციენტები გავზარდოთ, მიმაჩნია ცუდ პროცესად. კოეფიციენტის გაზრდა პირდაპირ ნიშნავს სიმჭიდროვისა და ინტენსივობის გაზრდას ტერიტორიაზე, რაც მიმაჩნია, რომ იყო შეცდომა და მე მგონია, რომ დღევანდელმა მერიამ ეს შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.

რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ამასაც შესწავლა სჭირდება“,- აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

მენაშენეთა ასოციაცია მზადაა, დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების პროცესში ჩაერთოს და მერიას კონსულტაციები გაუწიოს. ირაკლი როსტომაშვილის თქმით, ბოლო წლებში მათ 5-6 ათასამდე ოჯახი დააკმაყოფილეს.

მერია დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად კომპანიებს შეღავათებს შესთავაზებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები