მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიამ გამოკითხვა სოციალურ ქსელში დაიწყო - "უნდა მოასფალტდეს თუ არა ვარაზისხევი?"

5b7d3f13bee5c
BM.GE
22.08.18 14:45
1691
„გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება - ფიქრობთ თუ არა, რომ ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ასფალტის საფარით უნდა ჩანაცვლდეს ?“, - ამ შინაარსის გამოკითხვა თბილისის მერიამ სოციალურ ქსელში დაიწყო. მომხმარებლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება Facebook-ის მეშვეობით შეუძლიათ.

როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თუკი შესაძლებელი იქნება ვარაზისხევში ქვაფენილს მერია ასფალტით შეცვლის.

„ვარაზისხევში ქვაფენილი ხშირად ზიანდება და მინდა ვიკითხო თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის ნაცვლად გაკეთდეს ასფალტი. ადგილზე ხმაური და მტვერია და პრობლემას წარმოადგენს პირველ რიგში იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. მინდა პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ საკითხზე. ისტორიული სტატუსი მას არ აქვს და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ საკითხის მოწესრიგება და საფეხმავლო გზების გაფართოვება“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები