თბილისის მერია დედაქალაქის გამწვანებულ ზონებს ერთიანი სახელმღვანელო პრინციპების დაცვით მოუვლის. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ხე-მცენარეეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა შეიმუშავა.
„აღნიშნული გეგმა ხე-მცენარეების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ცალ-ცალკე განსაზღვრავს მოვლა-პატრონობის ღონისძიებების ტიპს. მათ ჯერადობას, განხორციელების პერიოდსა და ვადებს. მომავალში სწორედ მასზე დაყრდნობით განხორციელდება დედაქალაქის მწვანე არეალების მოვლის ღონისძიებები,“ - განაცხადა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.