მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ კომპანია „მამისონი“ ₾600 000-ით დააჯარიმა - მიზეზი

636224f887ae9
ვიქტორია მღებრიშვილი
02.11.22 12:04
1576
მეტრო „გოცირიძეზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონი“ 600 000 ლარით დაჯარიმდა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ამ კომპანიამ სამუშაოების შესრულება 4-5 თვით დააგვიანა, რაც ძალიან დიდი დარღვევაა.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანია „მამისონს“ სოლიდური ჯარიმა 600 000 ლარამდე აქვს გამოწერილი. მნიშვნელოვანი 4-5 თვიანი დაგვიანება აქვს, რაც მიუღებელი და ძალიან ცუდია, რადგან საქმე მეტროსადგურს ეხება, რომელიც ამის გამო მგზავრებს ვერ ემსახურება. ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები განხორციელდება და მეტროსადგურის გახსნას შევძლებთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც „მამისონმა“ გაიმარჯვა და ამ კომპანიის მიმართ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები.

„რაც შეეხება "ვარკეთილის" მეტროსადგურის ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც „მამისონია“, ამ საკითხთან დაკავშირებით უმჯობესია თუ კითხვებს მერს დაუსვამთ, ცხადია ამ კომპანიასთან დაკავშირებით, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები“, - თქვა ხმალაძემ და დასძინა, რომ "ვარკეთილის" მეტროსადგურზე სამუშაოები ძალიან მცირე მოცულობითაა დაწყებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები