მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ მთაწმინდის პარკს რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელი საბაგირო ორი წლის ვადაში უნდა ჩააბაროს

5f722693a24ef
ანუკა ჯოხაძე
28.09.20 23:40
2010
თბილისის მერიამ რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო ორ წელში უნდა ჩააბაროს. ამის შესახებ BM.GE-ის მთაწმინდის პარკის დირექტორმა გელა დიღმელაშვილმა განუცხადა. როგორც დიღმელაშვილი ამბობს, ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაფორმდა, გულისხმობს, რომ თბილისის მერიამ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას საბაგირო, რომელიც რუსთაველის გამზირს მთაწმინდის პარკთან დააკავშირებს, 2 წლის ვადაში უნდა გადასცეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების მიზნით უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის სამშენებლო და საინჟინრო საქონლისა და მომსახურების შესყიდვას გულისხმობს. წლების განმავლობასი რუსთაველი- მთაწმინდის საბაგირო ხაზის აღდგენა სასამართლო დავის მიზეზიც გახდა. კერძოდ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია თბილისის მერიას ვალდებულების შეუსრულებლობის გამო უჩიოდა.

“ჩვენ გარკვეულ კომპრომისზე წავედით და თბილისის მერიას კიდევ ორი წელი მივეცით ვადა. რეალურად ვხედავდით რომ თბილისის მერიას ჰქონდა პრობლემა მოსახლეობასთან დაკავშირებით. თუმცა ვგრძნობდით, რომ სურვილი ჰქონდათ და აქვთ რომ გააკეთონ და ჩაგვაბარონ საბაგირო. აქედან გამომდინარე წავედით დათმობაზე და დავდეთ ახალი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ისინი საბაგიროს ჩაგვაბარებენ 2 წლის ვადაში. ეს განიხილა სასამართლომაც და დავა შეჩერებულია.” -ამბობს მთაწმინდის პარკის დირექტორი გელა დიღმელაშვილი. 

8 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად თბილისის მერიას საბაგირო მთაწმინდის პარკისთვის 2014 წელს უნდა ჩაებარებინა, რომლისთვისაც პარკის ადმინისტრაციამ ფინანსური რესურსიც გასწია. თუმცა ამაოდ, შესყიდული მასალები საქართველოში საბაგიროს კონსტრუქციის დაუმთავრებლობის გამო არ გამოგზავნილა და ის შვეიცარიასა და ავსტრიაში კონტრაქტორი კომპანია Doppelmayr-ის საწყობებში დღესაც ინახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები