მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიამ საახალწლო კონცეფციის საპროექტო მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა

5b65fc1a341b8
თამუნა დემეტრაშვილი
05.08.18 12:00
1041
დედაქალაქის საახალწლო გაფორმებაზე მზადება უკვე დაიწყო. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარების სააგენტომ ახალი წლის კონცეფციაზე, ვიზუალურ ბრენდინგზე და ქუჩების საახალწლო განათების დიზაინის საპროექტო მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. ამ მიზნით 50 ათასი ლარია გათვალისწინებული. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია 15 ლოკაცია, რომლებიც საახალწლო კონცეფციის ფარგლებში გაფორმდება, მათ შორისაა მზიურის პარკი, აბანოთუბანი, თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და სხვა. კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 27 აგვისტომდე შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები