მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიამ საკვებითა და სხვა საჭიროებებით 27 დაზარალებული უზრუნველყო

5c402b0f5ae8a
თელარა გელანტია
17.01.19 11:12
766
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები თბილისის მერიამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო.

მერიის ინფორმაციით, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, სულ 31 ადამიანი, ვინც დედაქალაქის მერიას მიმართა, ყველა უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და საკვებით.

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები სულ 46-მა დაზარალებულმა გამოიტანა.

„ამ დროისათვის დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. ასეთი არის სულ 27 ადამიანი. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები