მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ სპორტული კომპლექსი „ავაზა“ ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით, ფეხბურთის ფედერაციას გადასცა

631f21ad03c50
BM.GE
12.09.22 19:30
725
თბილისის მერიამ სპორტული კომპლექსი „ავაზა“ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის დირექტორ ლევან კობიაშვილთან ერთად, საფეხბურთო სკოლის ტერიტორია დაათვალიერა და მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. 

როგორც თბილისის მერია იტყობინება, ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, „ავაზას“ ტერიტორიაზე არსებული მოედნები და ადმინისტრაციული შენობა სრულად განახლდება და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

კალაძის თქმით, მერიამ აღნიშნული სივრცე ადგილმონაცვლეობის სანაცვლოდ, კომპანია „ვისოლისგან“ გამოისყიდა.

„აღნიშნული სპორტული კომპლექსი 2007 წელს სიმბოლურ ფასად გადაეცა კომპანია „ვისოლს“ იმისთვის, რომ სტატუსი შენარჩუნებულიყო ათი წლის ვადით. მისი ამოწურვის შემდეგ, აქტიურად დავიწყეთ კომპანიასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ აქ რაიმე საცხოვრებელი კორპუსი, საოფისე ფართები და ა.შ. არ აშენებულიყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ეს სივრცე მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ვისოლს“ თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები