მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიამ "სვეტის" კომპლექსის მშენებლობა შეაჩერა

5a8bfd4824097
BM.GE
20.02.18 14:47
2128
სამშენებლო კომპანია "სვეტი“ დიდუბეში საცხოვრებელ კომპლექსს მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებდა, რის გამოც მშენებლობა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერა. კიდევ ერთ ობიექტზე მშენებლობის შეჩერების მიზეზი დარღვეული პროექტი გახდა. ამჟამად "სვეტის" ოფისში ხმაურია. მომხმარებლები, რომელთაც მშენებარე ბინებში ფული აქვთ გადახდილი კომპანიის ადმინისტრაციას ედავებიან.

მირცხულავას ქუჩაზე მშენებარე ობიექტის გაყიდვების მენეჯერი ადასტურებს, რომ კომპანიას პრობლემები აქვს. თუმცა მშენებლობის ნებართვის გარეშე დაწყებაში პრობლემას ვერ ხედავს და BM.GE-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვას მოგვიანებით აიღებენ, რის შემდეგაც მშენებლობა გაგრძელდება.

სამშენებლო კომპანია "სვეტი" ოფიციალური ვებ -გვერდის მიხედვით, თბილისში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ესენია ნაძალადევში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა - "სვეტი ქალაქი 1"- 1200 ბინიანი კომპლექსი, დიდუბეში, წერეთლის 27 ნომერში- 17 სართულიანი "წერეთლის კოშკის" მშენებლობა, ასევე დიდუბეში მირცხულავას ქუჩაზე 15 სართულიანი კომპლექსი, "სვეტი ქალაქი 3“ ნუცუბიძეზე და "სვეტი ისანი" კაიროს ქუჩაზე, პირველ შემთხვევაში კომპლექსი 15 სართულიანია, მეორეში კი 10 სართულიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები