მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მერიამ ტენდერი კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოაცხადა"

5bb1bbf8dbed7
თამუნა დემეტრაშვილი
01.10.18 10:16
753
საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიულ ფედერაციაში აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ აუდიტორულ მომსახურებაზე ტენდერი, კანონის დარღვევით გამოაცხადა და მის გაუქმებას მოითხოვენ.

საუბარია 4 ტენდერზე, რომლის ფარგლებშიც, მერიის მიერ დაფუძნებული 76 სსიპი და ა(ა)იპი უნდა შემოწმდეს. მოთხოვნათა ერთ-ერთი პუნქტით, აუდიტორული კომპანია ვალდებული იქნება ,,აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს ისინი“.

ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ასეთი პირობებით, სიპებსა და აიპებში შესაძლო დარღვევებზე პასუხისმგებელი, აუდიტორული კომპანია ხდება. მეტიც, აუდიტორს კანონით და ეთიკის კოდექსით ეკრძალება ,,აღმოფხვრას და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“ გამოვლენილი ხარვეზები, ასეთ ტენდერში მონაწილეობით კი მერია კომპანიებს კანონდარღვევისკენ უბიძგებს.

ფედერაციაში ეჭვობენ, რომ მერია ცდილობს თავიდან აირიდოს საკუთარი და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების პასუხისმგებლობები, ასევე არ ითვალისწინებს რა პობლემებს უქმნის თავად აუდიტორულ კომპანიებს. ,,ეს იმას ნიშნავს, რომ შემსყიდველის მიზანია სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების შედეგად აუდიტორული კომპანიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გასწორება და მასზე პასუხისმგებლობის აუდიტორული შემოწმების განმახორციელებელ კომპანიისთვის გადაკისრება. ამით კი ცდილობს თავიდან აიცილოს შესაბამისი სსიპ-ის/ა(ა)იპ-ის მენეჯმენტის მიერ ხარვეზების გასწორებებისა და ამ პროცესზე მერიის მენეჯმენტის მხრიდან მონიტორინგის კანონით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულება“-ნათქვამია საჩივარში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ, სსიპებისა და ა(ი)იპების ფინანსური შემოწმებაზე ტენდერი გასულ კვირას გამოაცხადა. მუნიციპალიტეტში Bm.ge-ს განუცხადეს რომ შემოწმება გეგმიურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები