მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიას ევროკავშირისგან 506 634 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა

5a7ae09a2348a
BM.GE
07.02.18 15:18
1247
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას 506 634 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა.

ღონისძიებაზე გრანტის მიმღებთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა და თბილისის მერიას ევროკავშირისგან საზეიმოდ, მემორიალური დაფა გადაეცა. აღნიშნული გრანტი მუნიციპალიტეტმა თბილისის მერიასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მიიღო.

ფინანსური დახმარების ფარგლებში, თბილისში დამწყები და მცირე მეწარმეების მხარდაჭერისთვის ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება. თბილისში რეგისტრირებულ ან მომუშავე ყველა კომპანიას საშუალება ექნება, ბიზნეს აქსელერატორს მიმართოს და ისარგებლოს ისეთი სერვისებით, როგორიცაა: უფასო სამუშაო სივრცეები კომპანიებისთვის; მეწარმეების უზრუნველყოფა სათათბირო და საკონფერენციო სივრცეებით; იურიდიული კონსულტაციების გაწევა; კონსულტაცია ფინანსურ ანგარიშგებებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით; კონსულტაციები ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით, ასევე, უფასო კონსულტაციები ბრენდის პოზიციონირებასთან და გაყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი შეუქმნის ვებგვერდებს, შეუდგენს ბიზნეს გეგმასა და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებისთვის ასევე, მოეწყობა 30-მდე გამოფენა-გაყიდვა“, - განმარტავენ მერიაში.

ოთხწლიანი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროკავშირის გრანტის ფარგლებში განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები