ლისის ტბაზე კერძო საკუთრებაში გაცემულ ტერიტორიებზე შეჩერებულ განაშენიანებას და „სითი ინსტიტუტისთვის“ მიცემულ შენიშვნებს, დააზუსტონ მიდგომები კერძო საკუთრებაში გაცემული ტერიტორიებისთვის ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით, მერია ერთმანეთს არ უკავშირებს.
მეტიც, მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ მერიას „სითი ინსტიტუტისგან“ განაშენიანების რეგულირების გეგმების კეთება არ მოუთხოვია და ეს მათ დავალებაში არ შედიოდა.
„რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ტერიტორიების დეტალური კვლევა და ანალიზი, მათ შორის საკუთრების სხვადასხვა ფორმების ანალიზი, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ერთმანეთთან ტერიტორიის განვითარების პოტენციალი, კერძო მესაკუთრეების ინტერესები და მოხდეს განვითარების დაგეგმვა იმგვარად, რომ ერთის მხრივ ლისის შემთხვევაში ამ ტერიტორიამ არ დაკარგოს ის რეკრეაციული ფუნცია, რაც მას ესოდენ პოპულარულს ხდის და მეორეს მხრივ, იქ შესაძლებელი იყოს დაბალანსებული განვითარება. განაშენიანების რეგულირების გეგმა არის ფორმატით სრულიად სხვა იერარქიის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი და „სითი ინსტიტუტის“ დავალება მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, რომელიც სრულიად სხვა იერარქიის დოკუმენტია. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ იქნებოდა მათ დავალებაში უშუალოდ განაშენიანების რეგულირების გეგმების გაკეთება სხვადასხვა ტერიტორიებზე, თუმცაღა ჩვენ ვსაუბრობდით მეთოდოლოგიაზე და იმ შაბლონურ-ეტალონურ გეგმებზე, რომელიც შეიძლებოდა სარეკომენდაციო სახით მეთოდოლოგიის დახვეწის თვალსაზრისით შემოეთავაზებინა.“ - აცხადებს მერიის უბრანული განვითარების სამსახურის უფროსი რუსუდან მირზიკაშვილი.

























