მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო ჯარიმის გადახდა არ მოუწევს"

5aa7824ce0806
BM.GE
13.03.18 11:45
1685
თბილისის მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. როგორც ხმალაძე განმარტავს, მერია პირგასამტეხლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა.

რა დაუჯდება თბილისს CT PARK-თან ხელშეკრულების გაწყვეტა, ეს თემა დეტალურად „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ შეიწავლა და ჯერ კიდევ 2014 წელს გამოაქვეყნა ის ფორმულა, რომლითაც კომპენსაციის ოდენობა უნდა დაანგარიშდეს. IDFI-ის ინფორმაციით, მერიას კონპენსაციის გადახდა დაეკისრებოდა არა მხოლოდ იმ მშემთხვევაში, თუ ქალაქი დაარღვევდა ხელშეკრულების პირობებს, არამედ მაშინაც თუ „სი-თი პარკი“ თავად შეწყვეტდა ხელშეკურლებას თბილისის მერიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, IDFI-ის ცნობით, „თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის განმავლობაში, შპს „სი-ტი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაცია დაიანგარიშდებოდა შემდეგი ფორმულით - 500,000 ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. ხოლო თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, ქ. თბილისის მერია ვალდებული იყო შპს „სი-ტი“ პარკისთვის აენაზღაურებინა შეწყვეტის ხარჯები, რომლებიც შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სი-ტი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.

კომპენსაციაზეა საუბარი ხელშეკრულების აქამდე საიდუმლო მე-5 მუხლშიც, რომელიც ეხება შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილების შედეგებს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობა ისე შეიცვლება, რომ შპს „სი-ტი პარკის“ შეეზღუდება შესაძლებლობა, განახორციელოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, დაეკისრება დამატებითი პასუხისმგებლობას, ან რაიმე სახით შეუმცირდება შემოსავალი, მაშინ შპს „სი-ტი პარკი“ უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია მოთხოვნიდან 60 დღეში, შემდეგი ოდენობით: საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული უშუალო ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის საშუალო თვიური მაჩვენებელი გამრავლებული იმ თვეების რაოდენობაზე, რაც დარჩენილი იყო ცვლილების ძალაში შესვლიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. ამას გარდა, შპს „სი-ტი პარკი“ უფლებამოსილი იყო მიეღო კომპენსაცია იმ დამატებითი ხარჯების გაწევის გამო, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და ხელშეკრულების საგანს. საიდუმლოდ იყო მიჩნეული ერთ-ერთი დანართის მუხლიც, რომლითაც იცვლებოდა ინფლაციის შემთხვევაში შპს „სი-ტი პარკისთვის“ კომპენსირების პირობები”.

"სი-ტი პარკის" მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მას ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის გადახდა არ ეკისრებოდა. ასეთ შემთხვევაში მერია უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, „სი-თი პარკს“ არ დაუბრუნდებოდა გადახდილი ხარჯები და არ აუნაზღაურდებოდა გაწეული ხარჯები. IDFI-ის ცნობით, ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ თუ „სი-თი პარკი“ არ შეასრულებდა მასზე აღებულ ვალდებულებებს ან არაჯეროვნად შეასრულებდა მათ, მერიას შეეძლო მოეთხოვა კომპენსაცია. თუმცა, მერიისთვის გადასახდელი კომპენსაციის დაანგარიშების წესი, სი-ტი პარკისთვის გადასახდელი კომპენსაციისგან განსხვავებით, ხელშეკრულებაში დეტალურად გაწერილი არ ყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები