ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ახალ ფორმაზე გადასვლას არ გამორიცხავს.
“შეიძლება, მერიამ არ გაიზიაროს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა, მაგრამ იმ კომენტარებიდან გამომდინარე, რაც გუშინ თბილისის მერმა გააკეთა, შემიძლია ვიმსჯელო, რომ შესაძლოა, რაღაც გარკვეული დათქმა მოხდეს და თანამშრომლობის სხვა ფორმაზე გადავიდეთ", - განაცხადა სალუქვაძემ და იმედი გამოთქვა, რომ პროცესები კონსტრუქციულად წარიმართება.
კითხვაზე - რა ზომებს მიმართავს ორგანიზაცია, თუ მერია მასთან თანამშრომლობას შეწყვეტს, სალუქვაძემ თქვა, რომ სიტუაციის დრამატიზება არ სურს, მაგრამ არც სასამართლო დავის დაწყება გამორიცხა.
ამ წუთებში თბილისის საკრებულოში მერიის წარმომადგენლები 'სითი ინსტიტუტის' წევრებს ხვდებიან.

























