მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მერიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ” - წერეთლის გამზირის ერთ-ერთი კონტრაქტორი

რეაბილიტაცია

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიებს - შპს “ერ ტე დე”-სა და შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპ”-ს - ხელშეკრულებები შეუწყვიტა. როგორც მერიის მიერ კომპანიებისთვის გაგზავნილი წერილებიდან ირკვევა, მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია.

როგორც ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანია “მილენიუმ ბილდერს გრუპის” დირექტორი, გიორგი ბუტიკაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, კომპანია ხარისხთან დაკავშირებულ ხარვეზებს არ აღიარებს, თუმცა მერიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას კვლავ გეგმავს.

“როგორ ფიქრობთ, კომპანია, რომელიც სამუშაოებს ვაწარმოებდით და თითქმის ბოლომდე გვქონდა მიყვანილი, ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემას დავეთანხმებით? გვაქვს მიმოწერა მერიასთან, სადაც ასახულია არსებულ საკითხთან დაკავშირებული ყველა პრობლემა, მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას”, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.

როგორც ის bmg-სთან აღნიშნავს, კომპანია მერიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოხვდებიან თუ არა “ერ ტე დე” და “მილენიუმ ბილდერს გრუპი” შავ სიაში.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო და, წესით, 2024 წლის 31 იანვარს უნდა დასრულდეს. პროექტის დასასრულებლად თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა 17.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები