„ტურები და ბილეთების“ დამფუძნებელი გერმანე ჭელიძე აცხადებს, რომ თბილისის მერიასთან ტურისტული ავტობუსების გაჩერებების საკითხზე კომუნიკაცია დაწყებულია.
როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, ჯერჯერობით საუბარი საწყის ეტაპზეა და კომპანიის შეთავაზება 3-4 გაჩერების გაკეთებას ეხება.
"გვქონდა შეხვედრა მერიაში. მოგეხსენებათ, ახლა რუსთაველი გადაკეტილია. ჩვენ შევიტანეთ საპილოტე - ხომ არ გავაკეთოთ ვთქვათ, 3 გაჩერება ან 4 და ეს დამუშავების პროცესშია. ველოდებით, როგორ წავა ჩვენი მიმართულებით. საუბარი დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
ბატონი მერი რომ გამოვიდა, თქვა, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, ტურისტებმა და საქართველოს მოქალაქეებმა უფრო ლამაზი ქალაქი დაინახონო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მიმართულება ვართ, ვინც უნდა დაანახვოს ლამაზად ჩვენი ქალაქის გული. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და როგორი იქნება ჩვენი ჩართულობა ამ საერთო საქმეში, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება გვაქვს, 13-წლიანი",- ამბობს გერმანე ჭელიძე.




























