მერიის 42-მა ავტომობილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა, - ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა და მერიის თანამშრომლებს დაავალა, რომ აღნიშნული ავტომობილები ხმარებიდან ამოიღონ.
„მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება დაიწყო. ჩემი დავალებით, ყველა ავტმობილის შემოწმება მოხდა. მერიის კუთვნილი 42 ავტომობილი მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და მინდა დაგავალოთ რომ ეს ავტომობილები ხმარებიდან ამოიღოთ. სწორედ ასეთი ავტომობილები აბინძურებს გარემოს და არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მხოლოდ ყვითელი ავტოუსები აბინძურებს გარემოს. პატარა ავტომობილები ქმნიან სერიოზულ პრობლემას. 500 000 ავტომობილი გადაადგილდება ქალაქში და აქედან 50% არის რთულ მდგომარეობაში.
ტექდათვალიერება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კალაძემ.

























