მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მერიის დახმარებით უნდა ჩატარდეს ლიფტების მასობრივი ტექნიკური შემოწმება” – ინსპექტირების კომპანია

5f565d9813e1e
ანუკა ჯოხაძე
07.09.20 21:02
1821
“მერიის დახმარებით უნდა ჩატარდეს ლიფტების მასობრივი ტექნიკური შემოწმება”,- ამის შესახებ BM.GE-ის ლიფტების ინსპექტირების კომპანია "სი ეი ინთერნეიშენალის" გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ განუცხადა.

როგორც შელია ამბობს, ამ მიმართულებით ის უკვე გეგმავს, მიმართოს თბილისის მერიას, იმ მიზნით, რომ მოხდეს თბილისში არსებული ტექნიკურად გაუმართავი ლიფტების აღრიცხვა, ხოლო ამის შემდგომ მოსახლებისთვის კონკრეტული პროექტის შეთავაზება, რომ მათ თანადაფინანსებით შეძლონ ტექნიკურად გაუმართავი ლიფტების გამოცვლა.

“ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე სწორი მიდგომა იქნება მერიის დახმარებით ჩატარდეს ლიფტების ტექნიკურად მასობრივი შემოწმება. შეიძლება ეს იყოს სრული ინსპექტრება, მაგრამ ეს მოგვცემს საშუალებას გავაანალიზოთ რა მდგომარეობაა. ბოლო-ბოლო სწორი აღრიცხვიანობა მაინც გვქონდეს ლიფტების. ამის შემდეგ კი მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ უკვე პროექტი, რომელშიც ჩაერთვებიან ფინანსური ინსტიტუტებიც, რომლებიც განახორციელებენ მომგებიანად ლიფტების გამოცვლის პროცესის დაფინანსებას და შემდეგ ამ თანხმებს ამოიღებენ ნელ-ნელა მოსახლების მიერ გადახდილი თანხებით, რომელსაც მოსახლეობა რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის", - ამბობს "სი ეი ინთერნეიშენალის" გენერალური დირექტორი სანდრო შელია.

მისივე თქმით, თბილისში არსებული საბჭოთა ლიფტების 90% უნდა გაჩერდეს, ვინაიდან გაუმართავია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები