მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მერიის ერთი სამსახური მშენებლობის ნებართვას არ გვაძლევს, მეორე კი - მშენებლობის არდაწყების გამო გვაჯარიმებს"

59631870d7c94
სალომე მეცხვარიშვილი
10.07.17 10:00
2871
კომპანია "არმლენდერ ასოშიეთსი" თბილისში, კუს ტბის ასახვევში სასტუმროს მშენებლობას 14 წელია ცდილობს. "საქმის კურსთან" საუბრისას კომპანიის დირექტორი თეიმურაზ მიქელაძე ამბობს, რომ ახლაც თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება, რომლის გაცემასაც უწყება წლებია აჭიანურებს.

კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მას ჯერ კიდევ 2010 წელს ჰქონდა სასამართლოს ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლე თბილისის მერიას მოუწოდებდა, სამშენებლო ნებართვა გაეცა.

"არმლენდერ ასოშიეთსის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიუხედავად სააღსრულებო ფურცლისა, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვას არ აძლევდა, მერიის მეორე - ქონების მართვის სამსახური - კი მშენებლობის არ დაწყების გამო აჯარიმებდა. თეიმურაზ მიქელაძე ირწმუნება, რომ ორივე ფაქტი პარალელურ რეჟიმში ხდებოდა.

"დღესაც ამ მდგომარეობაში ვართ, პრაქტიკულად აბსურდია. მერია კვლავ აჭიანურებს ნებართვის გაცემას, რომელიც განახლებულ პროექტზე შევიტანეთ",- ამბობს თეიმურაზ მიქელაძე.

მისივე თქმით, წლებთან ერთად სასტუმროს პირვანდელი პროექტი მოძველდა, რის გამოც მერიაში განახლებული პროექტი შეიტანეს, თუმცა, პასუხი არც მასზე მიუღიათ.

"საქმის კურსი" აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიას უკავშირდება. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები