თბილისის მერიის კუთვნილმა შპს „ჰერმესმა“ 2018 წლისთვის 445 კუბო შეიძინა, რასაც საკუთარ ვებ-გვერდზე ფასნამატით გაყიდის. 113 ათასიანი შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული ტენდერით განხორციელდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ასობით კუბოში გადახდილი 113 ათასი ლარი კომპანიის შემოსავლებია და ბიუჯეტის დაფინანსება არ არის.
მერიის უწყებას სასახლეებით კომპანია „სავანე“ უზრუნველყოფს და კუბოს შეტყობინებიდან 24 საათში მიაწვდის. შესყიდულთაგან ყველაზე ძვირი 500 ლარად შეფასებული კაკლის იტალიური სტილის ოვალური სასახლეა, ყველაზე იაფი კი წიფლის ტრადიციული სტილის კუბო 150 ლარი ღირს.
შპს “ჰერმესი“ თბილისის მერიამ დედაქალაქში არსებული 55 სასაფლაოს სამართავად შექმნა.

























