მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიის მიერ კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება რაღაცის გადაფარვის მცდელობაზე მიუთითებს - აბესაძე

6463a2f485f0d
ანუკა ჯოხაძე
17.05.23 16:01
673
თბილისს 160 ერთეული 18-მეტრიანი CNG ავტობუსი ექნება - შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 11 მაისს გამოაქვეყნა.

სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი ავტობუსის ფლობის და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,620,475 ლარს შეადგენს, შესაბამისად მთლიანად ახალი ავტობუსების შესყიდვა 259,276,000 ლარი დაჯდება, მათ შორის უშუალოდ შესყიდვის ზღვრული ფასი 1,529,275 ლარია, რაც ჯამში 244,684,000 ლარს შეადგენს.

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ირაკლი აბესაძემ ამბობს, რომ ბუნდოვანია ის გარემოება, თუ რატომ გადაწყდა შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით გამოცხადება. თან მაშინ როცა შესყიდვა მიზანი მიმართულად თბილისის მერიისთვის, ანუ ერთი მუნიციპალიტეტისთვის საჭირო პროდუქტის შესყიდვას ეხება?

მისი თქმით, კონსოლიდირებული ტენდერი თავისი არსით ცენტრალიზებულ შესყიდვას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც ერთი პროდუქტის რამოდენიმე სახელმწიფო უწყებისთვის ან მუნიციპალიტეტისთვის შესყიდვა და ამ გზით ხარჯების დაზოგვა ხდება. აბესაძე აღნიშულ შესყიდვაში ამ ფაქტორებს ვერ ხედავს.

“კონსოლიდირებული ტენდერი- თავად სიტყვა გვიჩვენებს, რომ ეს არის გაერთიანებული შესყიდვა, როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციების ფინანსური სახსრების გაერთიანება ხდება იმისთვის, რომ დიდი ოდენობით საქონლის შესყიდვისას მოხდეს ფასის მაქსიმალური დაზოგვა. როცა შესყიდვების სააგენტო, მხოლოდ ერთი შემსყიდველისთვის აცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერს ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია და მიგვანიშნებს რაღაც გაურკევლობაზე და რა რაღაცის გადაფარვის მცდელობაზე”,-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა ის ვადებია, რა ვადებშიც შესყიდვით დაიტერესებულმა პირებმა შემსყიდველ ორგანიზაციას თავისი შეთავაზება უნდა წარუდგინონ. საკრებულოს ყოფილ წევრი ამბობს, რომ ეს გარემოებაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

“როდესაც ვსაუბრობთ, 260 მილიონიან ტენდერზე, 160 ერთეულ 18 მეტრიან ავტობუსზე. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ერთ კვირაში, რომელიმე სოლიდურმა მწარმოებელმა ან შუამავალმა ქართულმა კომპანიამ ამ წინადადების დამუშავება და თბილისის მერიისთვის წარდგენა.

ფაქტია, რომ არსებობდა წინასწარი კონსულტაციები მიმწოდებლებთან და წინა ტენდერებიდან გამომდინარე ამ შემთხვევაშიც მაღალია ეჭვი, რომ ეს მოლაპარაკებები იყო უფრო კორუფციული შინაარსის ვიდრე ის რომ მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს მომწოდებლების”,-ამბობს ირაკლი აბესაძე.

ცნობისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას თბილისის მერია უკვე რამდენიმე წელია ცდილობს, იყო არაერთი ანონსი, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო შესყიდვის პროცესი გაჭიაურდა.

2018 წელს თბილისის მერი აცხადებდა, რომ 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი ქალაქში 2020 წლიდან ივლიდა, თუმცა სხვადასახვა მიზეზების გამო მისი შემოყვანა ქალაქში არც მეტი არც ნაკლები 4 წლით გვიანდება.

სატენდერო პირობების მიხედვით პირველი 50 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის მოწოდება 2024 წლის 1 აპრილამდე უნდა მოხდეს, დანარჩენი 110 ცალი კი 2024 წლის ბოლომდე უნდა იყოს მოწოდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები