მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მერიის პროექტებს დახვეწა სჭირდება, რისი მადაც ბიზნესს არ აქვს"

5b34e0b183cf4
სალომე მეცხვარიშვილი
28.06.18 17:45
782
E&Y Georgia-ს მმართველ პარტნიორს რუსლან ხოროშვილს რეკომენდაციები აქვს თბილისის მერიის პროექტებზე, რომელიც მუნიციპალიტეტმა დღეს კერძო სექტორს წარუდგინა.

როგორც ხოროშვილი აცხადებს, საუბარია უფრო მეტად იდეებზე, ვიდრე პროექტებზე, რომლებსაც დახვეწა სჭირდება, ამისთვის კი დამატებითი თანხებია საჭირო.

„წარმოდგენილ პროექტებს უფრო დავარქმევდი ბიზნეს იდეებს, ჩემი აზრით, ისინი არ არის საკმარისად დამუშავებული იმისთვის, რომ მათ საინვესტიციო პროექტები დავარქვათ, რადგან ასეთ პროექტს უფრო სიღრმისეული ანალიზი სჭირდება, რაც არ არის იაფი.

მერიის სამსახური ცდილობს, რომ ეს გადაიტანოს ინვესტორებზე, ინვესტორებს კი არ აქვთ ამის მადა, რომ ამ პროექტებში თვითონ გადაიხადონ ფული და ელოდებიან დამუშავებულ პროექტებს, სადაც მათი რისკი იქნება მინიმიზებული“,- აცხადებს ხოროშვილი.

მერიამ ბიზნესს დღეს 6 პროექტი შესთავაზა: რადიოქალაქი, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი, მიწისქვეშა პარკინგი, თბილისის ანძაზე ტურისტული ლოკაციის მოწყობის პროექტი, თბილისის ქუჩებში Led განათებების დამონტაჟებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროექტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები