მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიის ტრანსპორტის სააგენტო განმარტავს, რატომ აამოქმედა სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ მოძრაობის ახალი სქემა

სარაჯიშვილი

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განმარტავს, რატომ ამოქმედდა სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ახალი სქემა. როგორც სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი ამბობს, თბილისის მერიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქალაქის მასშტაბით სწრაფი და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის შექმნა და სწორედ ამას უკავშირდება აღნიშნულ ტერიტორიაზე სქემის ცვლილებაც.

“ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით საგზაო მოძრაობას, ვაანალიზებს მარშრუტებს, მგზავრთნაკადს, ბრუნებს და შემდეგ ვაიდენტიფიცირებთ ამა თუ იმ პრობლემას. სწორედ ასეთ ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენდა დიდი დიღმის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარაჯიშვილის მეტრომდე და პირიქით გადაადგილება.

შეშელიძის ხიდების მიმდებარე ტერიტორია გამოირჩევა ინტენსიური სამანქანო მოძრაობით. ავტობუსს უწევდა საათობით სამანქანო საცობში დგომა, რის გამოც აგვიანებდა დაგეგმილ ინტერვალს. სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტეთ, რომ დაგვეგეგმა ახალი საგზაო საგზაო მოძრაობის სქემა. სადაც განცალკევებული სივრცე იქნება და საზოგადოებრივ ტრანსპორტს და უწყვეტად შეძლებდა დიდი დიღმიდან სარაჯიშვილის მეტრომდე და პირიქით გადაადგილებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საგზაო მოძრაობის სქემის დაგეგმვისას პრიორიტეტი ენიჭება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, მათ შორის მანქანების, ქვეითთა უსაფრთხოებას”, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეა ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო. კერძოდ, ცვლილების ფარგლებში შეიცვალა ბელიაშვილის ქუჩიდან მინდელის სახელობის ხიდისკენ გადამხვევი ზოლი. აღნიშნულ მონაკვეთებზე დაიხაზა სხვა საგზაო მონიშვნებიც.

აღნიშნულს სოციალურ ქსელებში მოსახლეობის, განსაკუთრებით მძღოლების უკმაყოფილება მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები