მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარევაჭრობის ობიექტებში გაფუჭებული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს

58e48ec7e6c07
BM.GE
05.04.17 10:27
1467
გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, დახლების ქვეშ, გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს. კერძოდ, საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყიდიდნენ. პროდუქტები ნორმების ყოველგვარი დარღვევით ინახებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები