მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მერიოტ ბონვოის" ლოიალურობის ქულების დაგროვება სასტუმროში დარჩენის გარეშეც შესაძლებელია

რესტორანი ათი
26.11.24 17:11
305

"მერიოტ ბონვოიმ" ლოიალობის პროგრამა გაამარტივა. ამიერიდან ქულების დაგროვება სასტუმროში დარჩენის გარეშე ქსელში შემავალ ნებისმიერ რესტორანსა თუ სპაში გადახდითაც შესაძლებელია.

„მერიოტ ბონვოი“ ლოიალურობის პროგრამაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მერიოტის ქსელში შემავალი 30 ბრენდის, 8 900-ზე მეტი სასტუმროს აერთიანებს.

აღნიშნულ პროგრამაში რუფტოპ რესტორანი „ათით“, "კრაფტ ჰაუსით“ და სპა „პაუზით“, მონაწილეობს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი.“

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მე-10 სართულზე მდებარე, ATI რუფტოპ რესტორანი თანამედროვე ქართულ სამზარეულოს, ბარს, ტერასას და ლაუნჯს აერთიანებს. დახვეწილი ინტერიერი, საუკეთესო პანორამული ხედი ქალაქზე და განსაკუთრებული მომსახურება ზუსტად ასახავს ქართულ სტუმარმასპინძლობის კულტურას და ყოველთვის ახალი აღმოჩენაა ქართველი თუ უცხოელი სტუმრისთვის. „ათის“ კულინარიული გუნდი დაკომპლექტებულია სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ტრადიციული გემოების აღდგენასა და რეცეპტორებზე მორგებაზე საკუთარი წვლილი შეაქვთ.

"კრაფტ ჰაუსი" კი თბილისის სპორტული ბარი, ნათელი და ღია სივრცეა, ლუდისა და სპორტის მოყვარულებისთვის.

ღია და დახურული აუზები, ორთქლისა და ფინური საუნები, ჰამამის ოთახი, ჯაკუზი, ფიტნეს დარბაზი, სახისა და სხეულის პროცედურები - განტვირთვისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სპაში. მოახლოებული სადღესასწაულო, მერიოტ ბონვოის ლოიალურობის პროგრამასთან ერთად დამატებით სტიმულია, დააგროვო და გადაცვალო ქულები შერატონის რესტორნებსა და სპაში.

დეკემბერში სასტუმრო უამრავი საინტერესო შეთავაზებას უკეთებს მომხმარებელს - დაწყებული განსაკუთრებული მენიუთი, სპა სასაჩუქრე ვაუჩერებით თუ ათის გალა ვახშმით ახალი წლის ღამეს, შთამბეჭდავი ხედებით თბილისზე. ათიდან დანახულ საზეიმო ფეერვერკებს ხომ არაფერი შეედრება.“ - განაცხადა „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერმა მარიამ ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა რეგიონში, ძველ თბილისთან ახლოს 1991 წლიდან.

დღეისათვის, სასტუმრო ბაზარზე 220 ოთახითა და ლუქსით არის წარმოდგენილი. ამასთან სივრცე აერთიანებს ქალაქის ყველაზე დიდ, 2000 კვ.მ.-ზე გაშლილ საკონფერენციო დარბაზს ყველა საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლების განმავლობაში, დაგროვილი გამოცდილების მქონე ექსპერტთა საბანკეტო გუნდით.

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი - მსოფლიო თავშეყრის ადგილია თბილისში.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები