თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქში ახალი განაშენიანების რეგულირების გეგმების ვადა ხუთი წელი იქნება.
როგორც მაია ბითაძემ BM.GE-ს განუმარტა, ამ ეტაპზე დაახლოებით, 5000 მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს გრგ–ს მომზადება.
"გენგეგმა ათწლიანი ვადით მტკიცდება. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი – ხდება ინფრასტრუქტურის გაზრდა, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა და შესაბამისად, თვითონ ქალაქის გენერალური გეგმაც ვადიანია. გარდა ამისა, განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც აქამდე უვადო იყო, ვადიანი გახდება და ხუთწლიანი პერიოდით იქნება. ეს არის გენერალური გეგმის შემდგომი ეტაპის დოკუმენტები, რომლის საშუალებით 5000-ზე მეტ ნაკვეთზე ხდება დაგეგმვა და ლოგიკურია, რომ ისიც ვადიანი იყოს", – განმარტა მერის მოადგილემ.
მისი ინფორმაციით, თბილისის გენგეგმა საკრებულოს გადაეგზავნა. დოკუმენტის განხილვას დაახლოებით, ორი კვირა დასჭირდება და შემდეგ მას საკრებულო დაამტკიცებს.

























