მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მერიტოს” გამარჯვებული - შშმპ მედია პოზიტივი

One Point-ის ორგანიზებით პირველად საქართველოში წინანდალში, ბიზნეს სამიტი „მერიტო“ ჩატარდა, რომელმაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გააერთიანა. გაიმართა დაჯილდოება „მერიტო“ და ნეთვორქინგ აქტივობები ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. „მერიტო“ ეს არის პროფესიონალების ყოველწლიური დაჯილდოება, რომლის მიზანია შიდა კორპორაციული მეწარმეობის წახალისება, დარგების განვითარება, ბიზნესში მოქმედი პროფესიონალების დაფასება და აღიარება. პროექტის ფარგლებში სპეციალურად მოწვეულმა ჟიურმა გამოავლინა პროფესიონალები სხვადასხვა სფეროდან, 2023 წლის განმავლობაში ინიცირებული განსაკუთრებული პროექტებისთვის. გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსის წესით, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით.

სტუმარი: თინათინ ბეკოშვილი - შშმპ "მედია პოზიტივის" დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები