გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ქვეყანაში „ლოქდაუნის“ გახანგრძლივება 14 მარტამდე სურს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, გერმანიაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ იკლო, რის გამოც გუბერნატორებს შეზღუდვების შემსუბუქება სურთ, თუმცა მთავრობაში ფიქრობენ, შეზღუდვები კიდევ გაახანგრძლივონ. მიზეზი ვირუსის ახალი შტამებია.
გამოცემა წერს, რომ მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, პირველი მარტიდან, შესაძლოა, ქვეყანაში სილამაზის სალონები გაიხსნას. მერკელის თქმით კი, შეზღუდვების გამარტივების დროს მთავარი პრიორიტეტი ბაღების და სკოლების გახსნა იქნება.