მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერსი ტემბონი - საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით ადამიანებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციონ

5cf164b61020a
BM.GE
31.05.19 21:29
690
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა თანადაფინანსების 100,000 - ლარიანი გრანტების პროგრამას მესამე ეტაპის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კონკურსი მესამედ გამოცხადდა. პროგრამას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭერით.

„კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს ბრწყინვალე იდეები და ხედვა აქვთ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყანაში არსებული პრობლემები. მოხარული ვარ, რომ შევძელით ამ პროგრამის განხორციელება, ვინაიდან სამი წლის წინ, როდესაც ეს პროგრამა დავიწყეთ, არავინ იცოდა, თუკი ამდენად წარმატებული იქნებოდა. საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით, ადამიანებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები ქვეყნის საკეთილდღეოდ," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

მერსი ტემბონის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ასევე უზრუნველყოფს შესაბამის მენტორობას, სწავლებას და სხვ. ასე რომ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდა ქართველი მეწარმეებისთვის. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ უახლოეს რამდენიმე წელში ის საქართველო, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, სრულიად შეიცვლება უკეთესობისკენ," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები