მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერსი ტემბონი: რეფორმების გატარების კუთხით საქართველო ლიდერი ქვეყანაა

574a9b06a331d
BM.GE
29.05.16 11:29
1478
"რეფორმების გატარების კუთხით საქართველო ლიდერი ქვეყანაა", - განაცხადა გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა ხელმძღვანელმა მერსი ტემბონმა განაცხადა.
 
"ნამდვილად ვერ ვუწოდებდი საქართველოს ღარიბ ქვეყანას, თუმცა ის უნდა გახდეს სანიმუშო. გვსურს რომ საქართველო გახდეს სამაგალითო ქვეყანა მსოფლიოში“, - განაცხადა ტემბონმა.

მისივე თქმით, საქართველო ამ ეტაპზე ორ მნიშვნელოვან რეფორმას ატარებს, რომელიც მოსახლეობაზე და ინვესტორებზე დადებითად აისახება: საპენსიო რეფორმა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემა.

"როდესაც საპენსიო ფონდი შეიქმნება, საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად მიიღებს სარგებელს. საჭიროა ყველა ელემენტი გაერთიანდეს, საკანონმდებლო ბაზა შემუშავდეს, შეიქმნას გამჭვირვალე სისტემა, რომელსაც არა მარტო მთავრობა და კერძო სექროტი გაუძღვება.

ჩვენი მთავარი რჩევაა, რომ კერძო სექტორს შეეწყოს ხელი. პიროვნება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი თანხები დაცულია. დეპოზიტების დაზღვევა საქართველოს მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის და ეროვნულ ინეტსორებსაც რწმეით აღავსებს, რომ მათი რესურსები დაცულია. ეს სისტემა ნიშნავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს და რა შოკებსაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი, თანხები დაცული იქნება. ჩვენ ვთვლით რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოს კონკურენტუნარიოანობას და დააჩქარებს ინვესტიციებს, ასევე დადებითად იმოქმედებს ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა მერსი ტემბონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები