გერმანიის ფედერალური კანცლერი ფრიდრიხ მერცი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვია. მან ხაზი გაუსვა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის. ამავდროულად, მან რეგიონალური კონფლიქტების გადაჭრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ისრაელელ მაღალჩინოსნებთან საუბრისას მან გააჟღერა, რომ ოფიციალური ბერლინისთვის კონფლიქტის გადაჭრისა და მშვიდობის დამყარების ოპტიმალურ გზას "ორი სახელმწიფოს" გეგმა წარმოადგენს. როგორც მან განმარტა, მხარეების მიზანი უნდა იყოს "ახალი ახლო აღმოსავლეთის" მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. როგორც განაცხადა, ეს გულისხმობს უსაფრთხოების გარანტიებს ისრაელისათვის, ისე პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბების მკაფიო გზასა და პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებების მტკიცე მხარდაჭერას.
ვიზიტისას მან ასევე ისაუბრა კონფლიქტის ზონებში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, ასევე ხაზი გაუსვა დარჩენილი ტყვეების გათავისუფლების აუცილებლობას. კანცლერმა ასევე ახსენა საერთაშორისო სამართლის მიერ დაწესებული ნორმების პატივისცემის აუცილებლობა, რის შემდეგაც ჰუმანიტარული დახმარების დაზარალებულთათვის მიწოდება დროულად მოხდება.
მერცმა უნდა მიაღწიოს ბალანსს: ერთის მხრივ შეინარჩუნოს ახლო ურთიერთობები ისრაელთან, ხოლო მეორე მხრივ მტკიცე პოზიცია დაიჭიროს ადამიანის უფლებათა საკითხთან დაკავშირებით.




























