მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მესაკუთრეებს 45 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდათ"

5b28dae065320
თამუნა დემეტრაშვილი
19.06.18 14:27
594
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის ინფორმაციით, მესაკუთრეებს წინა ხელისუფლების დროს წართმეული, 45 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდათ. ამის შესახებ წულუკინმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ანაცხადა.

,,ხანდახან ხუმრობენ, რომ მხოლოდ მანქანებია დაბრუნებული. 80 მანქანაა დაბრუნებული, რაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახლში მიუვარდნენ და წაართვეს, ან პროკურატურაში წაართვეს ეს მანქანები, დამერწმუნეთ რომ მნიშვნელოვანი ქონებაა“-განაცხადა წულუკიანმა.

მისივე ინფორმაციით, მანქანების გარდა დაბრუნებულია 26 ჰექტარი მიწის ნაკვეთები, 1 ღვინის ქარხანა, შოვის პანსიონატის ტერიტორია, 6 ბინა, 2 აგარაკი რამდენიმე საოფისე და კომერციული ფართი, 2 თვითმფრინავი, 13 შვეულმფრენი, 1 წიგნი და 1 იარაღი.

,,არის ეს ცოტა იმ თვითნებობასთან შედარებით, რისი მოწმენიც ვიყავით ? ალბათ ცოტაა, მაგრამ გამომძიებლებიც არიან ცოტანი, ამიტომ ამ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა და არა მუდმივად თავში რტყმა და ფინანსური მხარდაჭერაც, რომ მათ შეძლონ უფრო კარგად და უფრო სწრაფად მუშაობა.“-განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით სულ სპეც.დეპარტამენტს, რომელიც წინა მთავრობის დროინდელ დანაშაულებებს სწავლობს წარმოებაში აქვს 434 საქმე, რომელზეც 8 გამომძიებელი და ამდენივე პროკურორი მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები