მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მესამე ბაზარი აუცილებლად იქნება" - თიბისის გუნდის გეგმები

თიბისი

თიბისისთვის მესამე ბაზარი აუცილებლად იქნება, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ "თიბისი ჯგუფის" საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელმა, ოლივერ ჰიუზიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და უზბეკეთის შემდეგ, თიბისი მესამე ქვეყანაში გასვლაზე რამდენიმე წელიწადში დაიწყებს მოკვლევას, მანამდე კი უზბეკეთზე იქნება ფოკუსი, რათა იქ ყველაფერი გამართული იყოს.

„ახალი ბაზრის ათვისების დრო მაშინ მოვა, როცა ვიტყვით, რომ უზბეკეთში ყველაფერი კარგადაა და სწორი მიმართულებით მივდივართ. თიბისისთვის მესამე ბაზარი აუცილებლად იქნება, თუმცა ჯერ არ ვიცით სად. ვფიქრობ, რომ მოკვლევას, სავარაუდოდ, ორ-სამ წელიწადში დავიწყებთ, მაგრამ არ გვინდა ვიჩქაროთ, რადგან ჯერ უზბეკეთში გვინდა ყველაფერი გავმართოთ“, - აღნიშნა ოლივერ ჰიუზიმ.

მისივე თქმით, თიბისის გუნდი უზბეკეთთან მიმართებით ფსონებს ასამმაგებს, რადგან იქ უდიდეს პოტენციალს ხედავს - „გვინდა, რომ ქვეყნის განვითარებაზე პოზიტიური გავლენა გვქონდეს. ჩვენი მიზნების მისაღწევად დრო, ენერგია, რესურსები და ფოკუსი გვჭირდება, ამიტომ ყურადღება არ უნდა გავფანტოთ“, - აღნიშნა მან.

თიბისი უზბეკეთის გენერალური დირექტორის ნიკა ქურდიანის განცხადებითაც, ახლა გუნდი უზბეკეთზეა კონცენტრირებული, სადაც არამხოლოდ ქართული, არამედ გლობალური თიბისი იქმნება.

მე პირადად მაქვს ამბიცია, შევქმნათ გლობალური კომპანია. დავიწყეთ საქართველოში, ვაგრძელებთ უზბეკეთში და, შესაძლოა, ორ-სამ წელიწადში სხვა ქვეყანაშიც შევიდეთ. ეს ნამდვილად დიდი და საამაყო მიზანია, რადგან ჩვენ ამ ქვეყნის თანამედროვე ეკონომიკურ ისტორიას ვქმნით“, - განაცხადა „ბიზნესის კვირეულში“ ნიკა ქურდიანმა.

ცნობისთვის, თიბისი უზბეკეთში უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს. 2024 წლის პირველ კვარტალში TBC UZ-ში გაცემული სესხების მოცულობა 127%-ით და დეპოზიტები თითქმის 76%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, კომპანიამ უზბეკეთის მასშტაბით 18.4 მილიონი ლარის მოგება მიიღო, რაც წლიურად თითქმის 46%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები