Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში თბილისში Airbnb-ზე 195.4 ათასი ჯავშანი იყო, რაც წლიურად თითქმის 6%-იანი ზრდაა. უფრო დიდი ზრდაა ბათუმში, სადაც ჯავშნები წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 24%-იანი ზრდაა, ჯამში ბათუმში ჯავშნების რაოდენობა თითქმის 169 ათასამდე გაიზარდა.
ასევე გაიზარდა საშუალო დღიური ფასი 55 დოლარამდე თბილისსა და ბათუმში, რაც წლიურად დაახლოებით 2%-იანი ზრდაა.
2024 წლის ცხრა თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 6.4%-იანი ზრდაა. წელს სამ კვარტალში ქვეყანაში 5.04 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 4.5%-ით არის გაზრდილი.